-
2014-05-27 13:28
საპარლამენტო უმცირესობის წევრი და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთერთი ლიდერი ირმა ნდირაშვილი "ფეისბუქზე" ფოტოებს აქვეყნებს და წერს, რომ დედოფლისწყაროში "ნაციონალებს" პირადად პრემიერის მამა აკონტროლებს.
"ახლა ვარ დედოფლისწყაროში. პარტიის ოფისში შეკრება გვაქვს. ჰაკიმ ფაშას მამა, ტარიელ ღარიბაშვილი პირადად დგას ჩვენი ოფისის წინ დაბურულშუშებიანი მერსედესით და მოსულ ადამიანებს აკონტროლებს.
ასე გაგიჭირდათ? სხვა ვერავინ ნახეთ, რომ გამოგეშვათ? ან ამხელა კაცს, თავმოყვარეობა მაინც არ გაქვთ?", - წერს ირმა ნადირაშვილი.


