-
2014-05-26 22:07
მელვინ ემრინი არკანზასიდან მოულოდნელად, დედის დღეს სახლიდან გავიდა და არ ჩანდა. ცოლმა დორისმა მაშინვე პოლიციაში დარეკა.
ქალი იმიტომ ჩქარობდა, რომ მისი ქმარი ალცჰეიმერის დაავადებით იყო ავად და მას ცოლი უვლიდა, თანაც, სინანულით ამჩნევდა, როგორ ართმევდა დაავადება მის მეუღლეს მეხსიერებას.
პოლიციაში ზარის შესვლიდან ნახევარ საათში სამართალდამცველებმა მამაკაცი იპოვეს. ოღონდ, ის სახლში არ წაუყვანიათ - ცოლი მიიყვანეს იქ, სადაც მისი ქმარი იყო. არკანზასელი მამაკაცი ყვავილების მაღაზიასთან იდგა, თითქოს იცოდა, რაც უნდა გაეკეთებინა.
როცა დორამ ქმარი დაინახა, მაშინვე მიხვდა ყველაფერს: ალცჰეიმერით დაავადებულ მელვინს ცოლისთვის ყვავილების თაიგულის ყიდვა სურდა - ასე იქცეოდა ის ყოველი წლის დედის დღეზე მას შემდეგ, რაც შვილი შეეძინათ. გამონაკლისი ბოლო ორი წელი იყო, როცა ავადმყოფობის გამო სახლიდან არ გადიოდა.
"როგორც ჩანს, გული ყველაფერს იმახსოვრებს", - ასე ახსნა ეს ფაქტი ერთერთმა არკანზასულმა გამოცემამ, რომელმაც ეს ისტორია აღწერა და ფოტოებიც დაურთო.

