-
2014-05-26 12:05
ვლადივოსტოკთან ახლოს, ქუჩაში ღამით გამოსული შიშველი ქალის დასაშოშმინებლად სასწრაფოს გამოძახება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც პოლიციელები ვერაფერს გახდნენ.
ქალი, რომელიც ირწმუნებოდა, რომ მის დაწვას ცდილობდნენ და ამ მიზნით ბენზინი გადაასხეს, სრულიად შიშველი დარბოდა ქუჩაში და მანქანების გაჩერებას ცდილობდა. თვითმხილველებმა ჯერ პოლიცია გამოიძახეს, მაგრამ სამი პოლიციელის ცდა, მანქანაში შეეყვანათ ქალი, ამაო აღმოჩნდა.
ამის შემდეგ სამართალდამცველებს ისღა დარჩენოდათ, ქალი ბორკილებით მიებათ ბოძზე და სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოეძახებინათ.