
24 მაისს, ახალციხეში მოსახლეობის წინაშე საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წარსდგა. მან შეკრებილებს ტრიბუნიდან მიმართა.
"სამუშაო ადგილებს პირდაპირ მთავრობა ვერ შექმნის. ჩვენ ვქმით ქვეყანაში ისეთ პირობებს, რომ კერძო სექტორს მიეცეს განვითარების საშუალება. ხოლო განვითარებული კერძო სექტორი თავის მხრივ, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას უწყობს ხელს", - განაცხადა პრემიერმინისტრმა.
პრემიერის გამოსვლას განხილვა მოჰყვა სოციალურ ქსელ "ფეისბუქში". მომხმარებლები ახალი ხელისუფლების წინასაარჩევნო დაპირებებს იხსენებდნენ, სადაც, სხვა თემებთან ერთად, ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზეც იყო საუბარი.