-
2014-05-25 02:10
ლისაბონში დასრულდა ევროპის ჩემპიონთა თასის ფინალი, სადაც ერთმანეთის წინაშე ორი მადრიდული კლუბი „რეალი“ და „ატლეტიკო“ წარსდგნენ.
პირველ ტაიმში „ატლეტიკოდან“ გოდინმა ანგარიში გახსნა და ერთბურთიან უპირატესობას მატჩის ძირითადი დროის ამოწურვამდე ინარჩუნებდა, თუმცა 90-ე წუთზე რამოსის მიერ გადატილმა გოლმა ფინალი დამატებით დროში გადაიტანა.
დამატებით დროში „რეალი“ უფრო მობილიზებული აღმოჩნდა და სამი გოლის გატანა შესძლო: ბეილიმ, მარსელომ და ბოლოს კი, პენალტით - რონალდომ (მან ჩემპიონთა ლიგაში თავისი მე-17 გოლი გაიტანა) თითოჯერ დალაშქრეს მეტოქის კარი და ანგარიშით 4:1 მადრიდის „რეალმა“ დაამარცხა „ატლეტიკო“.