
„მე ამხელა პრემიის გაცემა „ნაციონალური მოძრაობის“ გაცემის დროს არ მახსენდება და არც ყოფილა მსგავსი, მაგრამ რაღა პრემიების გაცემაში გვბაძავენ, ბიუჯეტის შევსებაში მიებაძათ ჩვენთვის“, -
ეს განცხადება ირმა ნადირაშვილმა „პოზიციაში“ გააკეთა. საპარლამენტო უმცირესობის წევრის თქმით, შეუსაბამო ხელფასებისა და პრემიების გაცემა მთავრობამ მხოლოდ მას შემდეგ აღიარა, რაც „მთავრობის სხდომაზე ჟურნალისტებმა გამოიჭირეს სოზარ სუბარი, მანამდე, ორი კვირის განმავლობაში, ისინი დუმილს ინარჩუნებდნენ“.
„უკვე ყველასთვის ცხადია, რაც ხდება - ლალი მოროშკინა სისტემაში მუშაობდა, გამოვიდა და თავად თქვა, რომ ვანო მერაბიშვილი დარბაისელმა გაიყვანა საკნიდან... რაც შეეხება იმის მტკიცებას, რომ ეს მაღალი ხელფასები და პრემიები იმ ხალხისთვის იყო განკუთვნილი, ვინც იქ სადღეღამისო რეჟიმში მუშაობენ, ესეც სიცრუეა, რადგან ისინი, ვინც მაღალ ხელფასებს იღებდნენ, იყვნენ დეპარტამენტის უფროსი, მისი მოადგილეები და სხვა ხელმძღვანელი პირები, ხოლო ის ადამიანები, რომლებიც იქ მართლა ღამეებს ათენებენ, კაპიკებს იღებენ“, - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა „კვირის თემაში“ საუბრის დროს.