
დღეს დილით ჩამოწოლილმა მეწყერმა დარიალის ხეობაში ჩრდილოეთ-სამხრეთის 1200 მმ-იანი მაგისტრალური გაზსადენის დაზიანება და სომხეთში საქართველოს გავლით გაზის ტრანზიტის შეწყვეტა გამოიწვია - იუწყება "ლიბერალი".
გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ინფორმაციით, ავარიის ლიკვიდაციის მიზნით მობილიზებული არიან კომპანიის წარმომადგენლები და აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. მეწყერის შედეგად შეჩერებულია საავტომობილო მოძრაობა.