
არ მგონია სოზარ სუბარს ეკადრებოდეს ბაჩო ახალაიასთან შედარება,–ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გადაცემა ,,რეაქციაში“ ხელფასებსა და პრემიებზე დახარჯულ თანხებზე საუბრისას განაცხადა.
,,ჩვენ რასაც ვიღებთ ეს შავით თეთრად ჩანს, თუ რას იღებდნენ ჩვენი წინამორბედები ამაზე ალბათ ცალკე გადაცემა უნდა გააკეთოთ. ისინი ყვლეფდნენ საკუთარ ხალხს და ახლა ზოგი ძებნილია ზოგიც არა.
ნურავის ნუ ეგონება, რომ წინა ხელისუფლების პირობებში ნაკლები თანხები იხარჯებოდა იმ ფუფუნებაზე რაშიც ცხოვრებდნენ წინა პრეზიდენტი და თითოეული ჩვენგანის წინამორბედი.
ასე , რომ მე ამ შედარებას არ მივიღებ ზურაბ ადეიშვილთან და არ მგონია სოზარ სუბარს ეკადრება ბაჩო ახალაიასთან შედარება,"-განაცხადა თეა წულუკიანმა.
გადაცემის წამყვანის კითხვაზე, მსგავსი ფაქტი წინა ხელისუფლების დროს , რომ მომხდარიყო და დარიგებულიყო იმ რაოდენობის პრემია,რაც დარიგდა სასჯელაღსრულების სამინისტროში, მოითხოვდა თუ არა თეა წულუკიანი სასჯელაღსრულების მინისტრის გადადგომას წულუკიანმა უპასუხა:
"რაც შეეხება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საკითხს, მე, რა თქმა უნდა არ ვიქნები გულწრფელი თუ არ ვიტყვი, რომ ეს არის ცუდი ფაქტი. დასანანია, რომ იმ პირმა რომელმაც ამის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო არ შეატყობინა მინისტრს და მე ვფიქრობ, რომ მომავალში პრემიებისა და დანამატების თემა გარკვეულ უნიფიცირებას დაექვემდებარება.
მე ძალიან განვიცდი იმას , რომ ვიღაცას შეუძლია სოზარ სუბარი შეადაროს წინამორბედს. ძალიან გთხოვთ ნუ შეადრით სუბარს იმ მინისტრს, რომლის გადადგომასაც მარტო მე კი არა მთელი საქართველო ითხოვდა.
სოზარ სუბარს ჩაბარდა ძნელი სტრუქტურა და მან ბევრი სირთულით ამ სისტემას მიხედა. ეს სისტემა იდეალური არ არის, მაგრამ ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ ეს პრობლემები ამოვწუროთ. მარტო ერთი მისი მოადგილე არჩილ თალაკვაძე რომ აიღოთ, მთელს "ნაციონალურ მოძრაობას" ჯიბეში ჩაისვამს, გეტყვით როგორ, მხოლოდ C ჰეპატიტის პროგრამა რომ აიღოთ ეს იქნება საკმარისი.
მე ვეხუმრე კიდეც სოზარს და ვუთხარი, შენ ისე კარგად მკურნალობ პატიმრებს, რომ თუ ეს დაავადება დამემართა, მოგთხოვ, რომ ციხეში ჩამსვა-თქო"-განაცხადა თეა წულუკიანმა.