
თუკი საჯარო მოხელეები არ მიიღებენ პრემიას, მათთვის საჯარო სამსახური უინტერესო გახდება და კერძო სექტორში გადავლენ, - ამის შესახებ განცხადება გადაცემა „რეაქციაში“ იუსტიციის მინიტრმა თეა წულუკიანმა გააკეთა.
მინისტრის თქმით, საჯარო მოხელეებმა, რომლებიც არიან კვალიფიციური კადრები, პრემიები უნდა მიიღონ, თუმცა, იქვე დაამატა, რომ ტავად არანაირ პრემიას არ იღებს, გარდა ხელზე აღებული ხელფასის - 5.000 ლარისა, მაშინ როცა სტრასბურგში 17-18 ათას ლარს იღებდა.
„თუ საჯარო სამსახურში ხელფასები არ იქნება ადექვატური და საჯარო მოხელეები არ მიიღებენ პრემიებს, საჯარო სამსახური ძალიან მალე აბსოლუტურად უინტერესო გახდება და მას დატოვებენ კომპეტენტური ადამიანები. ესაა პრინციპი, რომელსაც მე ვიზიარებ.
მე არ ვიღებ არანაირ პრემიას და ხელფასი ხელზე მაქვს 5 000 ლარი, მაშინ, როცა წლების განმავლობაში, თვეში მქონდა 17 - 18 000 სტრასბურგის სასამართლოში. მიმაჩნია, რომ ეს ის ხელფასია, რომლისთვისაც ღირს, ვემსახურო ჩემს სამშობლოს, მაგრამ საჯარო მოხელეები, რომლებიც ჩემთან მუშაობენ, არიან მაღალკვალფიციურები და როგორც კი მათ ადექვატური ანაზღურება არ ექნებათ, ისინი გადავლენ კერძო სექტორში“, - თქვა იუსტიციის მინისტრმა.