თურქეთის კლინიკაში ჟურნალისტი სოფო ნიკოლაიშვილი გაქურდეს

Image

ჟურნალისტი სოფო ნიკოლაიშვილი სტამბულის ერთერთ საუკეთესო კლინიკაში გაქურდეს. ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტმა "პირველს" დაუდასტურა. 

 

ნიკოლაიშვილმა აღნიშნა, რომ ქურდობის ფაქტი თურქეთის ცნობილ კლინიკაში „აჩიბადემი“ მოხდა, სადაც ის და მისი 5 მეგობარი ქალი პროფილაქტიკური გამოკვლევისთვის გაემგზავნენ.

 

"პეპის აპარტზე შესამოწმებლად პირველი მე შემიყვანეს. მოვიხსენი საყურე, ბეჭედი, ყელსაბამი და ოქროს ეს ნაკეთობები ჩანთის იმ ჯიბეში ჩავდე, სადაც ევროები შევინახე. პროცედურაზე შესვლის წინ, ჩემი ეს პატარა ჩანთა მეგობარს, ანას დავუტოვე. როგორც ჩანს, ყოველივე ამას ისინი თვალყურს ადევნებდნენ და როგორც კი დამაწვინეს აპარატზე და ინექციის შეყვანა დაიწყეს, ანასაც ეტაკნენ და ფორსმაჟორში სასწორზე ასაწონად დააყენეს. ამასთან, ანას ვალენტინამ თითქმის ძალით გამოართვა ჩანთა და ექიმის ოთახში შეიტანა. 

 

იმ მიზნით, რომ ანას ჩემთვის არაფერი ეთქვა, ის კვლევაზე სასწრაფოდ შეიყვანეს. თუმცა, ეტყობა ანას სიტყვებმა იმოქმედა და კვლევიდან გამოსულს ვალენტინა მეუბნება, თქვენმა მეგობარმა აქ ერთი ამბავი ატეხა და დაითვალეთ ფულიო.

 

თავიდან გამეცინა, ვერ წარმოვიდგინე ასეთ პრესტიჟულ კლინიკაში თუ ქურდობას იკადრებდა ვინმე, მაგრამ ჩანთა როცა შევამოწმე, აღმოჩნდა, რომ ოქრო ადგილზე იყო, მაგრამ ჩემი გადახურდავებული 1150 ევროდან ჩანთაში მხოლოდ 600 ევრო იდო. ანას მედდის ქმედება რომ არ დაენახა, კაცმა არ იცის, ამას როდის აღმოვაჩენდი, ვერც მივხვდებოდი თანხა სად დავკარგე და იდენტიფიცირებას ვერ მოვახდენდი კლინიკასთან.", - ჰყვება ჟურნალისტი.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !