-
2014-05-15 21:03
ტრანსგენდერი „მაცაცო“, იგივე გიორგი ჩხარტიშვილი „ქრონიკა+“-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ჰყვება დეტალებს, ვინ სთავაზობდა 17 მაისს აქციის ორგანიზებას ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების მოთხოვნით, ვინ შესთავაზა გორში აქციაზე წასვლა, სად დახვდა წინასწარ საქმის კურსში ჩაყენებული პატრული და რა კავშირის აქვს 17 მაისთან შოთა აფხაიძეს.
„ქრონიკა+“-სთან „მაცაცო“ ამბობს, რომ ის ცირკის მიმდებარე ტერიტორიიდან ერთ საღამოს შავი, დაბურულმინებიანი ჯიპით მოსულმა მაკაცმა სექსისთვის წაიყვანა, შემდეგ კი 50 ლარი გადაუხადა და აქციაზე ჩამოუგდო სიტყვა. ჩხარტიშვილი ამბობს, რომ მას მობილურის ნომერი მისცა, სადაც მამაკაცი რამდენიმე დღის შემდეგ დაუკავშირდა და გორში აქციის ჩასატარებლად წასვლა შესთავაზა.
„მაცაცოს“ თქმით, კიდევ ერთი ტრანსგენდერი, ზიზი აიყოლია და გორში წავიდნენ ტაქსით, რომელიც იმ მამაკაცმა ცირკთან გამოგზავნა. ტრანსგენდერი მანქანის ნომერსაც ასახელებს. იქედან გამომდინარე, რომ გორის შესასვლელთან დახვდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც წინასწარ იცოდნენ გორში მომავალი ტრანსგენდერების შესახებ, „მაცაცო“ ასკვნის, რომ მას უკავშირდება პირი, რომელსაც „ძალაუფლებაც აქვს და ფულიც“.
„მაცაცოს“ თქმით, უცნობ მამაკაცს შეუთანხმდა, რომ 17 მაისის აქციაში 40.000-ს გადაუხდიდნენ, ამის შემდეგ კი საქართველოდან წავიდოდა. მისივე თქმით, დაპირდნენ, რომ შენგენის ვიზას ჩაურტყამდნენ მაშინვე, როგორც კი 17 მაისის აქცია შედეგს გამოიღებდა. გიორგი ჩხარტიშვილი ინტერვიუში აცხადებს, რომ მისი პასპორტი ჯერაც ამ პირებს აქვთ, ხოლო ერთერთ პირად, რომელთანაც კავშირი აქვს, 2012 წლის არჩევნების შემდეგ პოლიტდევნილის სტატუსით გათავისუფლებულ შოთა აფხაიძეს ასახელებს.
გიორგი ჩხარტიშვილი აცხადებს, რომ მეგობრების რჩევების შემდეგ მიხვდა, რა დიდ საფრთხეს უქმნის აქციის გამართვა საქართველოს, მოსალოდნელი დარბევის გამო. ის ამბობს, რომ აქციის გამართვა გადაიფიქრა.
„ქრონიკა +”-ის მიხედვით