
ოზურგეთის ერთერთ საბავსვო ბაღში, რომელიც დღე სგაიხსნა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმოამდგენლებს ლურჯი საჰაერო ბუშტები 41 ნომრით გაფორმებული დაახვედრეს - ინფორმაციას "გურიანიუსი" ავრცელებს.
"დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის #9 საბავშვო ბაღი გაიხსნა. ბაღს კაპიტალური რემონტი ჩაუტარდა და მის გახსნას ადგილობრივი ხელისუფლების პირველი პირები ესწრებოდნენ.
მისულ სტუმრებს ერთი-ერთი ოთახი "ქართული ოცნების" საარჩევნო ატრიბუტიკით მორთული დახვდათ - ოთახში ლურჯი ფერის ბუშტები დაკიდეს, რომელსაც კოალიციის საარჩევნო ნომერიც ეწერა", - იუწყება გამოცემა.
"გურიანიუსის" ფოტო