
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თბილისში, სოლოლაკში, ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრის მახლობლად. ინფორმაციას და კადრებს სააგენტო "აქცენტი" ავრცელებს.
"შკოდას" მარკის ავტომანქანა კედელს შეეჯახა, რის შედეგადაც ავტომანქანის მძღოლი დაშავდა. ადგილზე მაშველები და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი იყო მობილიზებული. შემთხვევა გუშინ, დაახლოებით 22:00 საათზე მოხდა.