-
2014-05-10 09:09
გადაცემაში „რეაქცია“ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მიმართა რა ინგა გრიგოლიას, „ნაციონალური მოძრაობა“ მოიხსენია, როგორც მისი საყვარელი პარტია, მოგვიანებით კი გადათქვა და განაცხადა, რომ იხუმრა და წამოსცდა.
პრემიერის რეპლიკაზე ინგა გრიგოლიას რეაქციის შემდეგ:
„საიდან დაასკვენით, რომ ჩემი საყვარელი პარტიაა? მართლა ასე ფიქრობთ, რომ ჩემი საყვარელი პარტიაა, თუ იხუმრეთ?“, ღარიბაშვილმა უპასუხა:
„რა თქმა უნდა არა, ვიხუმრე, წამომცდა, ისე როგორც მაშინ წამომცდა ძირგამომთხრელი საქმიანობა“ (მანამდე პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით მძიმე განცხადებები გააკეთა, მაგრამ შემდეგ განმარტა,- რედ.).
ირაკლი ღარიბაშვილის გაღიზიანება და „ნაციონალური მოძრაობის“ მოხსენიება წამყვანის საყვარელ პარტიად იმან განაპირობა, რომ ინგა გრიგოლიამ მას სამჯერ შემცირებული ეკონომიკური მაჩვენებელი შეახსენა:
„არ არის ეს მართალი, ეს არის მანიპულირება და სპეკულაციები თქვენი საყვარელი პარტიის მხირდან, უკაცრავად არ არის თქვენი საყვარელი?...“
ფრაზების გაცვლის შემდეგ ინგა გრიგოლიამ ეპიზოდი ასე შეაჯამა:
„ვერ დავიჯერებ, რომ პრემიერ-მინისტრები შემთხვევით ისროდნენ ხოლმე ფრაზებს ასე რომ... კარგი, ჩავთვალოთ, რომ უბრალოდ იხუმრეთ და არ წამოგცდათ“.