
„სამწუხარო რეალობაა, რომ "რუსთავი-2"-ის ხელმძღვალნელობა ჩართულია "ნაციონალების" კამპანიაში. იმიტომ, რომ მე ვიცი, რომ "რუსთავი-2"-ში ძალიან ბევრი პროფესიონალი მუშაობს“, -
ამის შესახებ განცხადება ირაკლი ღარიბაშვილმა „იმედის“ ეთერში, გადაცემა „რეაქციაში“ გააკეთა.
„მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და თითოეული მათგანის მიმართ მე გამოვხატო, ძალიან დიდი პატივისცემა.
მე ვიცი ,რომ ისინი არიან გულწრფელები და ასრულებენ იმ საქმეც , რომელიც მათ ძალიან უყვართ. ძალიან ცუდია , რომ მათ უნარებს იყენებენ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები, ამ შემთხვევაში მე ვგულისხმობ "ნაციონალურ მოძრაობას", - განაცხადა ღარიბაშვილმა.