
„მანანა კობახიძის საუბრიდან ჩანს ეს: თუ მე არ მომწონს, რასაც აკეთებს „რუსთავი 2“ მაშინ მოვუსმენ კიდეც, მაგრამ თუ ,,რუსთავი2“–მა რამე თქვა ამ მოსმენაზე, ვიტყვით–რომ ღირსია მოსმენისა და თვალთვალის, რადგან მე არ მომწონს ეს ტელევიზია“–
ამის შესახებ გიორგი ვაშაძემ გადაცემა ,,პოზიციაში“ განაცხადა. ვაშაძის განცხადებით დიდი ზღაპარია იმაზე საუბარი, რომ ,,რუსთავი2“–ს ,,ნაციონალური მოძრაობა“ უსმენს, რადგან მათ ეს ტექნიკური შესაძლებლობა აღარ აქვთ.
,,ეს ხომ დიდი ზღაპარია, აღარ ვართ ხელისუფლებაში, აღარ გვაქვს ის ტექნიკური საშუალებები, მოდით შეამოწმეთ ჩვენი ოფისი, ჩვენ აღარ გვაქვს ის ტექნიკური შესაძლებლობები, ისე გამოგყავთ, რომ ,,ნაციონალური მოძრაობა“ ახლაც უსმენს ყველას და ყველაფერს. „– აცხადებს ვაშაძე.
მისი თქმით, ხელისუფლება არ ცდილობს დანაშაულის გამოძიებას, იმის ნაცვლად რომ ასეთი შემთხვევების გამოვლენის დროს დაისაჯონ დამნაშავეები, ხელისუფლება დანაშაულს წარსულიდან მოყვანილი მაგალითებით ამართლებს.
„წელიწადნახევარზე მეტია, წარსულზე საუბრობთ,მაგრამ წარსულზე ლაპარაკის გარდა არაფერი გაგიკეთებიათ. ნაცვლად იმისა, რომ მოითხოვოთ დამნაშავეების დასჯა, რაც ღარიბაშვილმა გააჟღერა ცინიკური მესიჯი, რომ ,,რუსთავი 2“ იმპროვიზაციაა ეს, ამას აგრძელებთ თქვენც.
მარტო ,,რუსთავი 2“ ხომ არაა, ეს არის ბევრი ფაქტორი: არასამთავრობოებიც მონათლეს რომ ქვეყნისთვის ძირგამომთხრელ პოლიტიკურ საქმიანობას ეწევიან.
ეს არის ტოტალიტარული რეჟიმი, როცა არ მოგწონთ არავინ ვინც გაკრიტიკებთ“. „– აცხადებს ვაშაძე.
მისი თქმით, ხელისუფლების მცდელობა, რომ ,,რუსთავი 2“–ში აღმოჩენილი კამერები წინა ხელისუფლებას დაბრალდეს, ზღაპარია და ამას საზოგადოება არ დაიჯერებს.
,,ვინ დაიჯერებს იმას, რომ ,,რუსთავი2“ში შემოვიდა ხალხი და თანამშრომლების თვალწინ დაიწყეს კამერების დაყენება დღისით მზისით. ვინმეს სჯერა, რომ თავისთავს დაუმონტაჟა კამერები ნინო შუბლაძემ და 2012 წელს დაიყენეს კამერები რომ 2014 წლის არჩევნებისთვის სპექტაკლი დაედგათ?– ეს ხომ ზღაპარია.“– ამბობს ვაშაძე.