
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ში აღმოჩენილი ფარული ვიდეომასალა ძალიან კარგად მოფიქრებული პროვოკაციაა.
ამის შესახებ განცხადება ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გადაცემა "რეაქციაში" საუბრისას გააკეთა.
„მინდა ყველაფერს თავისი სახელი დავარქვა. ჩვენ დღეს მოვისმინეთ პირდაპირი ბრალდებები გვარამიას მხრიდან, რომ ამ ე.წ. სკანდალის უკან დგას დღევანდელი ხელისუფლება და პირადად მე.
მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ ეს ადამიანები, რომლებიც დღეს ამტკიცებენ ამ ე.წ. სიმართლეს, ასეთივე პროფესიონალიზმით ამტკიცებდნენ იმ სიცრუეს, რომელსაც უკეთებდნენ ტირაჟირებას მთელი 9 წლის განმავლობაში.
ეს არის არის ძალიან მარტივი გასაგები და ასახსნელი, ჩემი აზრით ეს არის ძალიან კარგად მოფიქრებული პროვოკაცია“- განაცხადა ღარიბაშვილმა.