კობახიძე-გაბუნიას: არაერთხელ დაგკითხავენ, იმდენჯერ, რამდენჯერაც საჭიროა და გაიშიფრება ეს სპექტაკლი

Image

„თქვენგან მე ჩვენებას არ ვიღებ, თქვენგან  ჩვენებას აიღებს პროკურატურა, აიღებს იმ დროს, როცა საჭიროდ ჩათვლის და აიღებს მაშინ, როცა ჩათვლის საჭიროდ, რამდენჯერაც ჩათვლის საჭიროდ, ასე რომ დააცადეთ პროკურატურას, არის გამოძიება, რომელიც დაადგენს ყველაფერს ამ სპექტაკლის შესახებ“,

 

ამის შესახებ მანანა კობახიძემ „პოზიციის“ წამყვანს გიორგი გაბუნიას უთხრა, როცა ეს უკანასკნელი უხსნიდა მას, რომ შემოწმების პროცესს თავად ესწრებოდა და იქ კამერების დამონტაჟება ისე მარტივი არ იყო, როგორც ამას კობახიძე ხსნიდა:

 

„ეს იყო სააკაშვილის დაქვემდებარებაში მყოფი უწყება, რომელიც მოვიდა ოფისში, ამ კადრებში ვხედავთ, რომ შემოდიან დიდი კეისებით გადაადგილდებიან და კიბეც შეაქვთ, დუდუ კურდღელიამ თქვა რომ რამდენიმე საათი გრძელდებოდა ეს, მე გავდიოდი, გამოვდიოდი, თუმცა მდივანი აქ იყო..

 

როცა ამ ტექნიკურ სამუშაოს დაასრულებდნენ, ვერავინ ჩაეძიებოდა, რას აკეთებდნენ, კადრებში რაფერი ჩანს, რომ ისინი მხოლოდ რამეს ამოწმებენ.

 

თქვენივე მოწმე ამბობს, რომ ძალიან დიდხანს მუშაობდნენო. რამდენიც არ უნდა ვიმსჯელოთ, აქ მდივანი რას დაინახავდა, თქვენი დუდუ რას შეამჩნევდა, მთავარია რა უნდოდა აქ სპეცსამსახურებს, ამონტაჟებდნენ თუ ნახულობდნენ, ამას გაარკვევს გამოძიება.

 

ეს არის წინასაარჩევნოდ დადგმული სპექტაკლი, ბევრი ვნახეთ ასეთი სპექტაკლი, ხურჩიდან დაწყებული, „იმედიდან“ დაწყებული, ნიკა გვარამია მუშაობდა მაშინ და მართლა სული ამოხადეს ბადრი პატარკაციშვილს, ეს ხომ შეთხზული იყო...

 

მე რომ „რუსთავი-2“-ს არ ვენდობი, სრული საფუძველი მაქვს. მე უფლება მაქვს პოლიტიკური განცხადება გავაკეთო , ბევრჯერ დაგკითხავენ და დაიდება პასუხები.

 

2011 წელს შესყიდული იქნა ბიუჯეტის თანხებით, ძალიან სერიოზული მოსასმენი აპარატურა, ისეთი პორტატული აპარატურა, რომელიც არ საჭიროებს შნურებით შეერთებას, აი ეს აპარატურა არ ირიცხება შს სამინისტროს ბალანსზე, როცა იქ შევიდა ღარიბაშვილი, ეს აპარატურა იყო გატანილი, ეს აპარატურა ვიღაცას სჭირდება, სპეცსამსახური სააკაშვილს ექვემდებარებოდა, რას უსმენდა კაცმა არ იცის...“, - განაცხადა „პოზიციაში“ მანანა კობახიძემ.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !