„გენერალთა კლუბი“: წითელაშვილი გენერალი არ არის, ის ამ წოდებას თვითნებურად იჩემებს

Image

„საქართველოს გენერალთა კლუბი“ აცხადებს, რომ ბატალიონ „ავაზას“ ყოფილი მეთაური ტრისტან წითელაშვილი ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს აკეთებს და ის არაა გენერალი, რადგან არცერთ უმაღლეს მთავარსარდალს მისთვის ეს წოდება არ მიუნიჭებია.

 

ამასთან, „გენერალთა კლუბი“ მოუწოდებს მედიასაშუალებებს, სხვა დროს კარგად გაანალიზონ, ღირს თუ არა წითელაშვილისგან „სენსაციური“ ინტერვიუების აღება.

,,ბოლო ხანებში ქართული მედია მომეტებულ ყურადღებას უთმობს ბატონ ტრისტან წითელაშვილს. იგი მუდმივად ყვითელი პრესისთვის განკუთვნილ ე.წ. „სენსაციურ“ განცხადებებს ავრცელებს და ინტერვიუებს იძლევა, თუმცა მამტკიცებელი მასალები არასდროს წარმოუდგენია.

 

ორიოდე დღის წინ მან კიდევ ერთი „სენსაციური“ განცხადება გაავრცელა ნაცმოძრაობის ლიდერების შავი საქმეების გამოსააშკარავებლად, სადაც ის ამტკიცებს, რომ კიევში, ევრომაიდანზე ოთხი ქართველი სნაიპერი მონაწილეობდა ხალხის დახოცვაში და ამ სნაიპერებს გია ბარამიძე და გივი თარგამაძე ხელმძღვანელობდნენ.

 

გვინდა ავღნიშნოთ, რომ საქართველოს გენერალთა კლუბი არასდროს ყოფილა ნაცმოძრაობის დამცველთა რიგებში, მაგრამ ერთი შეხედვით მორიგი ჭორის იქით წმინდა წყლის ანტისახელმწიფოებრივი ქმედების ნიშნები იკვეთება. წითელაშვილის სიტყვებით, გამოძიების მასალებს იგი ორ კვირაში პროკურატურასაც გადასცემს.

 

აღმოჩნდა, რომ როგორც ყოველთვის ხდება, მას მამტკიცებელი მასალები არ აქვს და მოგვიანებით წარადგენს. პრაქტიკულად წითელაშვილმა ქართული სახელმწიფო ტერორიზმში და ანტიუკრაინულ ქმედებებში დაადანაშაულა. ამ შემთხვევაში არანაირი არსებითი მნიშვნელობა არა აქვს, ეს ნაცმოძრაობის მიერ იყო ორგანიზებული იყო თუ არა.

 

მთავარი მესიჯი ის არის, რომ იქ ქართველები ხოცავდნენ უკრაინელებს და საქართველოს პარლამენტის წევრები იყვნენ ამის ხელშემწყობები და ორგანიზატორები. რუსულმა მასმედიამ არ დააყოვნა და წითელაშვილის ამ განცხადებას ტირაჟირებას უკეთებს მედიასივრცის ყველა მიმართულებაზე. თვითონ წითელაშვილმა მისცა ინტერვიუ რუსულ ტელეარხს ამ განცხადებას საზოგადოებისთვის წონას მატებს ის, რომ იგი მოხსენებულია, როგორც ქართველი გენერალი.

 

საქართველოს გენერალთა კლუბი მოუწოდებს ჟურნალისტებს, გაარკვიონ წითელაშვილის ბეგრაუნდი, რომელიც თავის თავს გენერალს უწოდებს. საქართველოს გენერალთა კლუბმა არაერთხელ გააკეთა განცხადება იმის თაობაზე, რომ წითელაშვილი არ არის გენერალი, მისთვის ქართული სახელმწიფოს არცერთ უმაღლეს მთავარსარდალს ეს წოდება არ მიუნიჭებია. ის, უბრალოდ, ამ წოდებას თვითნებურად იჩემებს, რაც თავისთავად სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

 

გაანალიზონ, ღირს თუ არა ასეთი ადამიანისგან ე.წ. „სენსაციური“ ინტერვიუების აღება. მითუმეტეს თუ ეს ე.წ. „სენსაცია“ ეხება არა შიდა პოლიტიკურ ინტრიგებს, არამედ დაკავშირებულია სახელმწიფოს სტრატეგიულ ინტერესებთან, საქართველოს საერთაშორისო იმიჯთან და მოკავშირეებთან ურთიერთობასთან.

 

ალბათ დროა ხელისუფლების შესაბამისი ორგანოები დაინტერესდნენ ამ პიროვნებით. მისი ჰაიჰარად გასროლილი განცხადებებით და მოითხოვონ მამტკიცებელი მასალები. ასეთის არარსებობის შემთხვევაში კი კანონით გათვალისწინებული რეაგირება მოახდინონ, რადგანაც მის მიერ გაკეთებული განცხადება ამ კონკრეტულ შემთხვევაში და კონკრეტულ პოლიტიკურ ვითარებაში შეიძლება სახელმწიფოს წინააღმდეგ მიზანმიმართულ ქმედებათა ჯაჭვის რგოლს წარმოადგენდეს“, - ნათქვამია გენერალთა კლუბის განცხადებაში.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !