
რომის ქუჩებში მოსეირნეები არცთუ იშვიათად აწყდებიან ე.წ. იოგებს, რომლებიც, სათნო გამომეტყველებით სახეზე, თითქოსდა ლევიტაციის რიტუალს ასრულებენ.
გამვლელთა გამომეტყველებით კარგად ჩანს, რომ ზოგიერთი მართლაც გაოცებულია: ისინი ხომ ჰაერში მჯდომ იოგს ხედავენ... მაგრამ სინამდვილეში, აქ მთელი გუნდი და ძალიან მარტივად ახსნადი მეთოდი მუშაობს – არავიტარი ჰაერში აწეული იოგი, მხოლოდ შენიღბვა.
მეორე ფოტოზე ვირტუალურადაა წარმოდგენილი, სინამდვილეში რა ხდება იმ სამოსს შიგნით, რაც თითქოსდა ლევიტაციაში მყოფ იოგს აცვია: არსებობს საყრდენი ბოძი, რომელზეც მარჯვენა ხელი უდევს "იოგს" – ეს, რაც ჩანს. მაგრამ ბოძიდან კონსტრუქცია სახელოში გადის, ზურგთან ირკალება და მცირე ზომის დასაჯდომს ქმნის ზუსტად იქ, სადაც "ფეიკ–იოგის" საჯდომია... ამ ყველაფერს განიერი ტანსაცმელი ფარავს.
აი, მესამე ფოტოზე კი წარმოდგენილია, როგორ ენაცვლებიან "იოგები" ერთმანეთს: ეს გარეშე თვალისთვის შეუმჩნეველი უნდა დარჩეს (ამას ლევიტაციის საიდუმლო მეთოდებით ხსნიან), მონაცვლეობა კი იმისთვისაა აუცილებელი, რომ ცხადია, ასეთ კონსტრუქციაზე დიდხანს გაუნძრევლად ჯდომა მხოლოდ ერთი ადამიანის შესაძლებლობებს აღემატება.
იოგების ჯგუფს, რა თქმა უნდა, პირადი მცველებიც ჰყავს – რომელიმე გამვლელმა ხელების ფათურით რომ არ დაიწყოს გარკვევა, რაზე ზის "იოგი"...