-
2016-04-06 03:17
შაკო მეშველაშვილი 13 წლის ფერმერია, რომელსაც "ბიზნესკონტაქტი" საზოგადოებას აცნობს. სოფელ ოკამში ყოფნის პერიოდში, ის კურდღლებს მუხრანის ბაზარში ყიდდა. როგორ მოუვიდა თავში იდეა, საიდან იშოვა ფული და რა მდგომარეობაშია ახლა მისი ბიზნესი, "ბიზნესკონტაქტის" ვებგვერდზეა ასახული.
შაკო მეშველაშვილი 11 წლის იყო, როდესაც დედისგან 50 ლარი ისესხა და თანხით ორი ბოცვერი იყიდა. დღეს შაკოს უკვე 50-მდე ბოცვერი ყავს. სოფელ ოკამში ყოფნის პერიოდში, ის კურდღლებს მუხრანის ბაზარში ყიდდა. ამბობს, რომ გაყიდული თანხის ნაწილს თავისთვის იტოვებდა, ნაწილით კი ახალ კურდღლებს ყიდულობდა და მათ ამრავლებდა.
"სულ მქონდა ჩემი ფული, ჩემთვისაც და ჩემი დებისთვისაც", - ამბობს შაკო მეშველეაშვილი "ბიზნესკონტაქტთან" საუბრისას. სოფელში ყოფნის პერიოდში, კურდღლების გაყიდვაში ბაბუა ეხმარებოდა, ახლა კი ის თბილისში, ელიას მთაზე ცხოვრობს. სოფელში 5-6 კურდღელი დატოვა, დანარჩენი კი თბილისში ჩამოიყვანა.
მისივე თქმით, კურდღლების მოვლა მარტივი არ არის, - დღეში სამჯერ კვება, ხოლო 5-ჯერ ადგილის დასუფთავებაა საჭირო. დღეს შაკო მეშველაშვილი, სკოლის „სინათლე მომავალის“ მერვე კლასის მოსწავლეა, სამომავლოდ კი აპირებს, რომ კვლავ თავის ამჟამინდელ საქმიანობას გაყვეს და აგრარულ უნივერსიტეტში ჩააბაროს. შაკომ მეკურდღლეობაზე ცოდნა სხვა მეკურდღლეებთან პირადი ურთიერთობებით და ინტერნეტით მიიღო.
"ვფიქრობ, რამდენიმე წელიწადში მიწის ნაკვეთი ვიყიდო და საკურდღლეებთან ერთად ბოსტანიც გავაშენო".
წყარო
