
მსოფლიოში ყველაზე ლამაზად მიჩნეული მეჩეთი აბუ დაბიში მდებარეობს. ეს შეიხ ზაიდის მეჩეთია და არამარტო ლამაზია, არამედ ყველაზე დიდი არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში და სიდიდით მერვე მსოფლიოში.
მეჩეთი 40 ათას ადამიანს იტევს, ღია ნებისმიერი რელიგიის აღმსარებლისთვის, აქვს ოთხი, 107 მ სიმაღლის მინარეთი, ამ მეჩეთშია მსოფლიოში ყველაზე დიდი და ლამაზი ჭაღი და ასევე, უდიდესი ხალიჩა, რომელიც ირანში, ხელით მოქსოვეს: ხალიჩა 47 ტონას იწონის...