
„ფეისბუქზე“ პოპულარულია ერთერთი მომხმარებლის მიერ გამოქვეყნებული ფრაზები, შეკითხვები და პასუხები, რომლებიც სხვადასხვა დროს, წიგნის მაღაზიაში მოუსმენია.
1) კარტრიჯის ფხვნილებს თქვენ ყიდით?
2) მოლიერის "მგლები" თუ გაქვთ?
3) რუსთაველის კიდევ რა გაქვთ?
4) ეს გლობუსი მთლიანია თუ საქართველოსი?
5) აქ წიგნები იყიდება? (კითხვის დამსმელი შუა მაღაზიაში დგას);
6) დოსტოევსკის "მამა გორიო" გააქვთ?
7) _ კარლსონი მინდა მთლიანად;
_ ეგ ბუკინისტურში იკითხეთ;
_ ბუკინისტური რა არის?
9) _ იცით, რა მაინტერესებს: გაბრიელ... იმისი...
_ მარკესის?
_ ჰო, მარკესის "უცნობი ქალის წერილები" თუ გაქვთ?
_ ეგ ცვაიგის არაა?
_ თუ გაბრიელ... იმისი?.. ვისიც გაქვთ!
10) წიგნები რა ფასებში გაქვთ?
11) უკაცრავად: შავი პური გააქვთ?
12) აქ შესასვლელი საიდან არის? (ამ კითხვის დამსმელიც შუა მაღაზიაში დგას);
13) ჟიულ ვერნის თავგადასავალი გააქვთ?
14) ხის სააღდგომო კვერცხი თუ გაქვთ?
15) ეს წიგნი მღერის კიდეც?
16) _ საქართველოს დროშა გააქვთ?
_ არა.
_ რა უბედურებაა: ამხელა მაღაზიაა და საქართველოს დროშა არ უნდა გქონდეთ?!
17) _ უკაცრავად: ამ ყუთში ყვავილების თესლებია?
_ არა, მანდ პაზლია: ვან გოგის "მზესუმზირები".
18) ადამიანის ორგანიზმზე როა, ის წიგნი გააქვთ?
19) _ მერი პოპინსის "პეპი გრძელი წინდა" გააქვთ?
20) _ ბიოლოგიის წიგნი მინდა.
_ ავტორი?
_ აი, გაჭრილი კაცი რო ახატია...
21) _ შერლოკ ჰოლმსის რა გაქვთ?
_ ჩიბუხი და ინტუიცია.
_ მომეცით!
22) _ წიგნში ჩასადები თუ გაქვთ? აი, ბავშვები რო იმახსოვრებენ... როგორ აგიხსნათ... რო გადაშლი და ჩადებ...
_ სანიშნი?
_ ჰო!!!
23) პუშკინის ლექსების კრებული მინდა, ოღონდ _ წიგნის ფორმის.
24) _ გამარჯობათ! რუკა გააქვთ?
_ რომელი: ფიზიკური თუ პოლიტიკური?
_ უფრო გეოგრაფიული.
25) _ პატარა ანას დღიურები გააქვთ?
_ ანე ფრანკს გულისხმობთ?
_ მაგდენი არ ვიცი..."