-
2015-11-29 22:30
რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების ორმა სამხედრო მფრინავმა სირიაში მშვიდობიანი მოქალაქეების დაბომბვაზე უარი განაცხადა. შემთხვევა სამხედრო ნაწილ 12243-ში მოხდა, სადაც მეხუთე ავიაჯგუფია განთავსებული.
ავიაჯგუფი ხალინოსა და კურსკთან მდებარე აეროდრომებზეა განთავსებული. ინციდენტის თაობაზე ადგილობრივმა მცხოვრებმა ევგენი სერგეევმა დაწერა. სერგეევი უკრაინის წინააღმდეგ იბრძოდა ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის არმიაში.
მისი თქმით, პილოტების მიერ გაფრენაზე უარის თქმამ ბაზაზე დიდი სკანდალი გამოიწვია და ორივე მფრინავი ვადაზე ადრე დაითხოვეს არმიის რიგებიდან:
„კიდევ კარგი, რომ მათ სილაჩრე სწორედ აქ, ამ მიწაზე გამოავლინეს. ომი სპეციფიური საქმეა, ყველას არ შეუძლია...“, - წერს სერგეევი.
