
შემთხვევა მოსკოვის გარეუბანში, 22 ოქტომბერს მოხდა. ალმოდებული ბინის ფანჯრიდან, რომელიც მე-7 სართულზე მდებარეობს, 6 წლის ბიჭი გადმოხტა. მის დაშვებას სპეციალური ლეიბით დახვდნენ მეხანძრეები, რომლებიც იმ დროს ადგილზე იყვნენ.
ბიჭი სასწრაფოდ გადაიყვანეს კლინიკაში. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაიღუპნენ ბავშვის დედ-მამა და ბებია, რომლებმაც ფანჯრამდე ვერ მიაღწიეს.