
რუსეთის ფედერაციის საბჭოს სპიკერს ვალენტინa მატვიენკოს აშშ-მა ვიზა მისცა, რათა მას მონაწილეობა მიეღო ნიუ-იორკში, გაეროს ეგიდით დაგეგმილ ღონისძიებაში, თუმცა, ვიზის მიხედვით, რუს ჩინოვნიკს მხოლოდ მანჰეტენზე გადაადგილების უფლება ეძლევა.
მატვიენკოს ეკრძალება, 25 კმ-ზე მეტი მანძილით გასცდეს მანჰეტენს. თავდაპირველად აშშ-მა უარი განაცხადა მისთვის ვიზის გაცემაზე, მაგრამ ბოლოს საკითხი მაინც დადებითად გადაწყდა, თუმცა, შეზღუდვის თანხლებით, რაც რუსული მხარისთვის მიუღებელი აღმოჩნდა და მატვიენკოს ვიზიტი აშშ-ში გაუქმდა.