
რუსეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი პრიმაკოვი გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ერთერთი პრორუსული ორგანიზაციის მიერ ქართული მედიასაშუალების წარმომადგენლებისთვის მოწყობილი რუსული ტურნეს ფარგლებში ქართველ მას-მედიელებს შეხვდა და ესაუბრა.
პოლიტიკურ საკითხებზე საუბართან ერთად, მოულოდნელად, მან "კაკო ყაჩაღი" გაიხსენა და ფრაგმენტი ქართულადაც წარმოთქვა, რამაც ჟურნალისტები გაამხიარულა.