
ქალაქ ვალბჟიხში ძვირფასი ქვებით, იარაღით, ოქროს ზოდებითა და სხვა ძვირფასეულობით დატვირთული მატარებელი აღმოაჩინეს, რომელიც კშჩენჟის ციხესიმაგრესთან მდებარე გვირაბში იყო გაჩერებული. გვირაბის შესასვლელი კი ამოქოლილი იყო.
ორმა მოქალაქემ აღნიშნულ გვირაბს მიაგნო, რომლის შემდეგ იურიდიულ კომპანიას დაუკავშირდა და ნაპოვნი განძის 10 პროცენტი მოითხოვა.
მატარებელი 1945 წელს დაიკარგა. შემადგენლობა დატვირთული იყო ძვირფასი ნივთებითა და ალაფით, რომელიც მოპოვებული იყო ქალაქ ბრასლაუში (აღნიშნული ქალაქი გერმანიას ეკუთვნოდა, რომელიც ამჟამად პოლონეთს ეკუთვნის და ვროცლავი ეწოდება). ძვირფასეულობის გატანა ქალაქიდან მას შემდეგ დაიწყეს, როდესაც ქალაქს წითელი არმია მიადგა. ერთერთი ვერსიით, შემადგენლობაზე 300 ტონა ოქროა.