
სონ ვიტორიო კაზამონიკა, რომელიც იტალიის სამხრეთში თავის კლანთან ერთად 78 დასახლებულ პუნქტს აკონტროლებდა, რომში დიდი პატივით დაკრძალეს.
65 წლის მაფიოზი უკანასკნელ გზაზე უამრავმა ადამიანმა გააცილა. უმდიდრესი კატაფალკით კაზამონიკას ცხედარი რომის ერთერთ უდიდეს ტაძართან ფილმ "ნათლიმამას" საუნდტრეკის თანხლებით მიასვენეს, ხოლო მისი კუბოს გამოჩენას შეკრებილები ტაშით შეხვდნენ. ცაზე ვერტმფრენი ტრიალებდა, რომელიც მასაში ყვავილების ფხვნილსა და კანფეტებს აფრქვევდა.
ადგილობრივ ხელისუფლებას გრანდიოზული დაკრძალვის ცერემონიალისთვის ხელი არ შეუშლია. რომის მერი ამ მოვლენას "ტვიტერზე" გამოეხმაურა და მას "მიუღებელი" უწოდა. მან დაწერა, რომ "მსგავსი ცერემონიალებით გარდაცვლილი ბანდიტები ცოცხალი ბანდიტების თავყრილობას აწყობენ", ხოლო ვიცე-მერმა აღნიშნა, რომ დაკრძალვის ეს ცერემონიალი კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ იტალიაში მაფია ჯერაც მყარად ფესვგადგმულია.