
ბაქოში, პირველი ევროპული თამაშების ერთერთი დაჯილდოების დროს დარბაზში სტვენა მოჰყვა უკრაინის სახელით მოასპარეზე ეთნიკური სომხის გვარის გამოცხადებას.
ვერცხლის მედლის პრიზიორის გევორქ მანუკიანის გამოცხადებისას დარბაზმა სტვენა დაიწყო, ხოლო ილჰამ ალიევმა, რომელსაც გამარჯვებული უნდა დაეჯოლდოვებინა, დარბაზში მყოფებს თავშეკავებისკენ ჟესტით მოუწოდა, რამაც შედეგი გამოიღო და სტვენა ალიევის ჟესტის მისასალმებელ ოვაციებში გადაიზარდა.