-
2015-03-24 00:04
ქალთა მოდის ტენდენციებს თავსა და ბოლოს ვერ გაუგებ. ამჯერად არა ტანსაცმელზე და დიზაინერზე, თავად მოდელებზე ვამბობთ. ჯერ იყო და, მოდაში იყვნენ იდეალური პროპორციის მოდელები, მერე პოდიუმებზე საკიდად ქცეული მოდელები გადიოდნენ, ახლა კი მოდა აქცენტს ფერხორციან მოდელებზე აკეთებს.
ტარა ლინი, ეშლი გრეჰემი, დენის ბაიდოტი, ჯენი რანკი... შესაძლოა, ახლა არაფერს გეუბნებათ მათი სახელები, მაგრამ შესაძლოა, ისინი სწორედ ის მოდელები აღმოჩნდნენ, ვისაც მალე Victoria’s Secret-ის ჩვენების დროს, პოდიუმებზე ვიხილავთ...












