
როგორც პოეტი რეზო ამაშუკელი ამბობს, ირაკლი ალასანიას მას შემდეგ აღარ ენდობა, რაც მან თქვა, რომ ქაღტველმა ხალხმა უნდა ააშენოს დემოკრატია სააკაშვილის მიერ ჩაყრილ ფუნდამენტზე!
„ალასანიამ, რომელიც მინიმუმ 9 ღობეზეა გადამხტარი, ბიძინა ივანიშვილს ასეთი რამეები არ უნდა გაუბედოს.
ამას დაემატა რესპუბლიკელების „მშობლიური განცდა“, რომ ისინი პარლამენტს ვერ ხედავენ „ნაციონალების“ გარეშე!
არ დაგვავიწყდეს ბერძენიშვილის ჭყლოპინიც - „ნაციონალებს თუ დავჩაგრავთ, გადავინაცვლებთ უკანა კლასშიო!
ეგ ისე ლაპარაკობს, თითქოს ბიძინა ივანიშვილმა ხელისუფლებაში რომ მოიყვანა, მეშვიდე კლასში იყო.
ესენი ყველანი, ვინც მე ჩამოვთვალე, ნულოვანი რეიტინგის მქონე პოლიტიკოსები არიან და თუ ეს ასე არ არის, მაშინ კარგად გაიხსენონ, ბატონი ალასანია რამდენ ღობეზეა გადამხტარი და სად იყო თავით შემხტარი - „რვიანში“, „ცხრიანში“ თუ „თვრამეტიანში“.
დიახ, ირაკლი ალასანიამ, რომელიც სულ მცირე, ცხრა ღობეზეა გადამხტარი, ბიძინა ივანიშვილს ასეთი რამეები არ უნდა გაუბედოს! მაგის ადგილზე კაცი გამოვიდოდა და ყველა კითხვას უპასუხებდა!“- აცხადებს რეზო ამაშუკელი.
„ასავალ-დასავალი“