
„თავისუფალი დემოკრატების“ გენერალურმა მდივანმა, ალექსი პეტრიაშვილმა „კურიერის“ ეთერში თავდაცვის სამინისტროში პოლიტიკური ნიშნით არსწბულ საკადრო წმენდაზე ისაუბრა.
მისი თქმით, დღეს სამინისტროში უშუალოდ მინისტრის უახლოესი მეგობრები ინიშნებიან, რომლებიც აბსოლუტურად შორს დგანან არიან ამ საქმისგან.
პეტრიაშვილმა საფრანგეთში ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებთან დაკავშირებით ხელმოწერილი დოკუმენტის გასაჯაროებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „თავისუფალი დემოკრატების“ მიერ ხელისუფლებისთვის მიცემული ვადა ჯერ არ გასულა, ამიტომ პირობას არ დაარღვევენ და ალასანიას მიერ ხელმოწერილი დოკუმენტზე არ ისაუბრებენ.
„ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, არავითარი ნაბიჯები ამ მიმართულებით არ იდგმება.
ამიტომ ძალიან სერიოზულ პრობლემასთან ექნება ხელისუფლებას საქმე, როდესაც საზოგადოება შეიტყობს, თუ რა უნდა გაეკეთებინა და რა გააკეთა საქართველოს მოქმედმა ფიქტიურმა პრემიერმა, მისმა აღმოჩენა თავდაცვის მინისტრმა და მთელმა მათმა გუნდმა,“ – განაცხადა მან.
„თავისუფალი დემოკრატების“ გენერალურმა მდივანმა პრემიერსაც მიმართა და მოითხოვა პასუხი, თუ „როდის იქნება მზად, აიღოს პასუხისმგებლობა ან დაწეროს განცხადება და გადადგეს თანამდებობიდან“.