
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, დავით საყვარელიძეს უკრაინაში სამუშაოდ გადასვლის შემდეგ საქართველოს პარლამენტში უფლებამოსილება შეუწყდება.
მის მიერ გამოთავისუფლებულ ადგილს ეკა ხერხეულიძე დაიკავებს, რომელიც საარჩევნო სიაში დავით საყვარელიძის შემდეგაა.
დავით საყვარელიძე უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელად აირჩიეს.