-
2015-02-13 20:39
უმრავლესობის დეპუტატმა მერაბ კაჭახიძემ პარლამენტის დაცვის თანამშრომელს შეურაცხყოფა მხოლოდ იმის გამო მიაყენა, რომ ის თავის მოვალეობას ასრულებდა.
საქმე იმაშია, რომ „ქართული ოცნება - კონსერვატორების” ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ შემოწმების გარეშე მოინდომა შესასვლელის გავლა, სადაც პარლამენტის და სახელმწიფო დაცვის შინაგანაწესის მოთხოვნით, შემოწმება აუცილებელია და დეპუტატები არანაირი შეღავათით არ სარგებლობენ.
კაჭახიძემ კი დაცვის თანამშრომელს საშუალება არ მისცა, შეემოწმებინა და ეუბნეობდა, რომ ის დეპუტატია და შემოწმების გამო არ უნდა აჩერებდნენ. ეუბნეოდა, მაგვიანდება და ჩემთვის გამონაკლისი დაუშვიო.
მას შემდეგ კი, რაც დაცვამ უთხრა, რომ წესს ვერ დაარღვევდა, გაბრაზდა და ყვირილი დაუწყო. "უზრდელს" და სხვა შეურაცხმყოფელ სიტყვებს ეძახდა.
პარლამენტის შესასვლელში დეპუტატის ჩხუბი იქამდე გარძელდა, ვიდრე მისი მეგობარი დეპუტატები არ ჩაერივნენ.