
ამერიკელი კონგრესმენები მინსკში დადებულ შეთანხმებებს სკეპტიკურად უყურებენ.
სენატორმა მაკკეინმა შეთანხმებებს - შეუსრულებელი, ლინდსი გრემმა კი - უკრაინის დაშლისკენ მიმართული უწოდა.
„ჩემი აზრით ამ შეთანხმებებს შესრულება არ უწერია. ჩემი პროგნოზით, ეს იმდენად არარეალურია რომ შეთანხმება ერთ კვირაში დაირღვევა.
უწინ ღორები დაიწყებენ ფრენას, ვიდრე მინსკის შეთანხმება შესრულდება“ - დასძინა მაკკეინმა მინსკში ხელმოწერილი დოკუმენტის კომენტირებისას, რომელიც ორივე მხარისგან მოითხოვს კონფლიქტის ზონიდან გაიყვანონ მძიმე შეიარაღება.
სენატორ ლინდსი გრემის აზრით, მინსკის შეთანხმების შედეგად „უკრაინის ძალადობრივი დანაწევრება“ მოხდება.
მისივე განცხადებით, მოლაპარაკებების პროცესში გერმანიისა და საფრანგეთის მონაწილეობა სხვა არაფერი იყო, თუ არა რუსეთთან ეკონომიკური კავშირების შენარჩუნების სურვილი.