
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გივი თარგამაძე აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ბრალდება „ნაციონალებსა“ და ალასანიას გუნდის მისამართით, რეალობას აცდენილია.
პრემიერ-მინისტრი „ნაციონალებისა“ და ალასანიას გუნდის მხრიდან, თავდაცვის მინისტრის მიმართ, მიზანმიმართულ დისკრედიტაციაზე საუბრობს.
„რაც ჯანელიძემ თავისი მინისტრობის პერიოდში გააკეთა, რთულია ამაზე მეტი დისკრედიტაცია მას ვინმემ გაუწიოს. ამის შემდეგ ვინმეს მხრიდან მის დისკრედიტაციაზე საუბარი სისულელეა.
ღარიბაშვილი ვინმეს მიმართ განხორციელებულ დისკრედიტაციაზე ნაადრევად საუბრობს.
რაც შეეხება პოლიციის მიმართ დისკრედიტაციას, პოლიციის დისკრედიტაცია იყო მისი მინისტრობა, შემდეგ - ჭიკაიძის და ეხლა - გომელაურის. ვინმეს დისკრედიტაციაზე პრემიერის განცხადება რეალობას აცდენილია...
მან დღეს ისიც განაცხადა, რომ საქართველო ნაკლებად კორუმპირებული ქვეყანა გახდა. გაიხედოს ან ფანჯრიდან ან ტელევიზორს უყუროს, ვის ხალხს იჭერენ კორუფციაზე უკვე ორი დღეა. გაიხსენეთ ბოდოკიას ისტორია, რომელიც მოქმედებდა მერიასთან და საკრებულოსთან შეთანხმებით, აბა მას ამხელა თანხის აღებას ვინ ეკითხებოდა?
იგივე, რაც ხდება სასჯელაღსრულების მე-17-ე დაწესებულების დირექტორთან დაკავშირებით. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ყველაფერი რა დარღვევებზეც ჩვენ მიუთითებდით ორი წლის განმავლობაში, ეს ყველაფერი მართალი იყო.
ასე, რომ დაუბრუნდეს პრემიერი რეალობას და შეეგუოს იმას, რომ ერთ თვეში პრემიერი აღარ იქნება და იზრუნოს იმაზე, რომ ხაზეინის მიერ კორუფციაზე ან სხვა რამეზე არ იყოს დაკავებული“, “,- განაცხადა „ნიუპოსტთან“ საუბარში თარგამაძემ.