
ჭკვიანი ტელეფონი, ჭკვიანი საათი, ჭკვიანი ჩაიდანი თუ მაგიდის სანათი - ეს ყველაფერი წარსულია, ხოლო მომავალი ეკუთვნის "ჭკვიან სარკეებს", რომლებიც "ტოშიბამ" გამოუშვა.
ამ სარკის მიხედვით ყველას შეუძლია ჩაცმულობა შეირჩიოს. ყოველ შემთხვევაში, ერთი თვალის შევლებით ნახოს, როგორი იქნება მისი ვიზუალი სხვადასხვაგვარი ტანსაცმლის შეხამებისას.
რასაკვირველია, სარკე ზუსტად ვერ გეტყვით, მოგიჭერთ თუ არა ესა თუ ის ტანსაცმელი, მაგრამ დამეთანხმებით, მაინც არანაკლებ საინტერესოა ასეთ სარკეში ჩახედვა, მით უმეტეს, თუ ტანსაცმლების შეცვლა ხელის ერთი აქნევით შეგიძლია.