
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შენობა აქუციონზე გაიყიდება.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, მხარდამჭერები და სტუდენტები მთავრობის ამ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.
„ბიძინა ივანიშვილის ახირებაა, რომ ბათუმს არ ჰქონდეს ტექნოლოგიური უნივერსიტეტი.
მან ბევრ ტყუილთან ერთად, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტყუილი თქვა, როცა მოსახლეობას უთხრა, რომ ეს სასწავლებელი ქუთაისში გაიხსნებოდა.
ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გაყიდვა დანაშაულია. ივანიშვილს შეუძლია გაყიდოს პინგვინი, მაგრამ არა ტექნოლოგიური უნივერსიტეტი" - განაცხადა საკრებულოს ნაციონალურმა დეპუტატმა გიორგი კირთაძემ.
„სწავლა სინათლეა, უსწავლელობა – ბიძინა“, „ზვიგენი გაყიდე, უნივერსიტეტი – არა“, „იხტიოლოგო, ჩვენც გვინდა განათლება", - ასეთი ლოზუნგები გამოფინეს დღეს გამართული საპროტესტო აქციის წევრებმა.