
გაზეთი „ასავალ-დასავალი“ რესტორან „ბაგრატიონში“ შემდგარი იმ წინასაახალწლო შეხვედრის შესახებ წერს, როდესაც საპარლამენტო უმრავლესობა ბიძინა ივანიშვილს შეხვდა.
„სწორედ ამ ბანკეტზე, სადღეგრძელოს დროს, ბიძინა ივანიშვილს დავით უსუფაშვილისთვის უთქვამს: დათო, კარგად იცი, რო შენ ჩემი ფავორიტი პოლიტიკოსი იყავი, მაგრამ ამ ბოლო დროს ასე აღარ არისო!
ბიძინა ივანიშვილის ამ მწარე რეპლიკისთვის უსუფაშვილს ასე უპასუხია: ბატონო ბიძინა, არ მინდა, რომ როდესმე რამეში შეცდეთ, მაგრამ ძალიან მინდა, რომ იმაში, რაც ახლა მითხარით, ცდებოდეთო! ანუ ბატონო ბიძინა, მინდა ისევ თქვენი ფავორიტი პოლიტიკოსი ვიყოო.
რესტორან „ბაგრატიონში“ გამართულ იმ წინასაახალწლო ბანკეტზე ბიძინა ივანიშვილს დავით უსუფაშვილისთვის ნართაულად ისიც უთქვამს - შენ და შენმა მეუღლემ დროზე გადაწყვიტეთ, ბერძენიშვილებთან რჩებით თუ ჩვენთან ყოფნა გინდათ, თუ არადა, უთქვენოდაც კარგად გავალთ ფონსო!“, - წერს „ასავალ-დასავალი“.