
დეპუტატ გედევან ფოფხაძის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს არასანქცირებული ჩხრეკის შესახებ ოპოზიცია აპროტესტებს.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სერგო რატიანის თქმით, არასანქცირებული ჩხრეკა დემოკრატიული სახელმწიფოს ნორმალური საზოგადოების წინააღმდეგაა მიმართული.
„იმის მაგივრად, რომ გამკაცრებულიყო ზომები და გადახედულიყო ის ნორმა, რამდენად სანქცირებული და რამდენად სამართლებრივად სწორად იყო გაცემული სანქციები, პირიქით, ისინი იადვილებენ გზას იმისათვის, რომ მოქალაქეებზე მოახდინონ ზეწოლა,“ - განაცხადა სერგო რატიანმა.
პროექტის მიხედვით, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში სამართალდამცველებს მოქალაქის ან მისი საკუთრების ჩხრეკის უფლება მხოლოდ ზეპირი განმარტების საფუძველზე ექნებათ.