ეკა ზღულაძე - როგორ დაინიშნა მერაბიშვილის მოადგილედ, როგორ ჩავიდა დსთ-ს შს მინისტრების სამიტზე და სხვა ეპიზოდები

Image

ეკა ზღულაძე, რომელმაც უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებით უკვე მიიღო ქვეყნის მოქალაქეობა და პასუხსაგები თანამდებობა, დღესდღეობით უკრაინაში ყველაზე პოპულარული სახელმწიფო მოხელეა პრეზიდენტისა და პრემიერმინისტრის შემდეგ.

 

მას იწვევენ გადაცემებში, მასზე, როგორც „ქართული სასწაულის“ ერთერთ შემოქმედზე, წერენ ბეჭდური და ელექტრონული გამოცემები, მისი ფოტოები იბეჭდება უკრაინული გაზეთების ფურცლებზე.

 

„აფხაზეთის ხმა“ გთავაზობთ სხვადასხვა დროს ეკა ზღულაძის შესახებ უკრაინული მედიით გავრცელებული მასალების კოლაჟს.

 

„მე საზოგადოებრივ ორგანიზაციაში ვმუშაობდი, ვიყავი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის ექსპერტი. და აი, ჩვენი მინისტრების მონაწილეობით საერთაშორისო კონსულტაციების შემდეგ ერთ საღამოს თავისთან მიმიწვია შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა და მეუბნება: „მე მივიღე გადაწყვეტილება, შს მინისტრის მოადგილედ დაგნიშნო“.

 

პირველი, რაც ვკითხე, იყო ის, თუ რა დრო მქონდა პასუხის მოსაფიქრებლად. ვანო მეუბნება: „ხვალ დილის 8:00 საათზე სენი თანხმობა უნდა მქონდეს“.

 

უკვე საღამოს ცხრა იყო, ასე რომ, დილამდე ვერავის დავეკონტაქტებოდი რჩევისთვის. ამიტომაც მე მას მაშინვე დავთანხმდი“;

 

„ჩვენ ძალიან თამამი ნაბიჯები გადავდგით. მაშინ ისეთი დრო იყო, რომ სახელმწიფო ავტოინსპექცია არსებობდა, ინსპექტორებს კი მძღოლები პირდაპირ მანქანიდან, გაუჩერებლად აწვდიდნენ ერთ, ზოგჯერ ორ ლარს... ეს იყო კატასტროფა. ჩვენ გავუშვით ყველანი სახლში და მივეცით ორი თვის კომპენსაცია. ასევე მივეცით მკვეთრი სიგნალი: ჩვენ თქვენ გპატიობთ, მაგრამ თავისუფლები ხართ. მათმა უმრავლესობამ კარგად გაიგო ეს გზავნილი.

 

როცა ახლებით დავაკომპლექტეთ საპატრულო პოლიცია, მართალი გითხრათ, ვინც ავიყვანეთ კონკურსის წესით, არ იყვნენ კარგი პოლიციელები, უფრო პირიქით - ალბათ, ცუდი პოლიციელები იყვნენ, მაგრამ იყვნენ კარგი ადამიანები: ისინი იღიმებოდნენ, არ იღებდნენ ქრთამს, ეხმარებოდნენ ხალხს ყველაფერში... და ხალხს ეს მოეწონა. მოეწონა და მან მოგვცა ჩვენ პოლიტიკური კრედიტი, რათა რეფორმები გაგვეგრძელებინა. ჩვენც გავაგრძელეთ რეფორმები.

 

დაახლოებით ასეთივე თამამი ნაბიჯები გადავდგით კრიმინალური ავტორიტეტების წინააღმდეგ. შეგახსენებთ, ეს ის პერიოდი იყო, როცა გამოკითხვა აჩვენებდა, რომ ყოველ მესამე მოზარდ ბიჭუნას საქართველოში „კანონიერი ქურდობა“ სურდა... ესეც კატასტროფა იყო, მაგრამ ჩვენ აქაც ვიმოქმედეთ: შევხედეთ კრიმინალური სამყაროს წყობას, როგორც პირამიდას - მის თავში იყო მეფე, ანუ „ქურდი“, შემდეგ მოდიოდა ფინანსური რესურსი, შემდეგ კი მოდიოდა ადამიანური რესურსი.

 

ჩვენ დავიწყეთ ადამიანური რესურსის გამოცლიდან. შემდეგ მივიღეთ ძალიან თამამი ცვლილება კანონში და გავხადეთ დასჯადი კრიმინალური სამყაროს წევრობა, ანუ, იმის აღიარება ამა თუ იმ „ქურდის“ მიერ, რომ ის „ქურდია“, უკვე ითვალისწინებდა სასჯელს. ამასთან, ჩვენ ჩამოვართვით მათ დაუსაბუთებელი ქონება, გავხსენით მათ სახლებში პოლიციის განყოფილებები...

 

ციხეებში მკაცრად ავკრძალეთ ყოველგვარი გარიგებები ადმინისტრაციასთან და ე.წ. „ობშიაკების“ წაყრუება...

 

საერთო ჯამში, როცა ადამიანური და ფინანსური საყრდენი გამოეცალა, „მეფე“ დარჩა მარტო, ის გაშიშვლდა, ბანკროტი გახდა და, მართალი გითხრათ, არც ისე საშიში და მრისხანე აღმოჩნდა, როგორც ერთი შეხედვით ჩანდა...“;

 

კახა ბენდუქიძემ, რუსულ გამოცემასთან საუბარში, ერთხელ ეკა ზღულაძის შესახებ აი, რა გაიხსენა:

 

„...შინაგან საქმეთა სამინისტროში საბჭოთა მილიციელებიც კი არ მუშაობენ... ეკა ზღულაძეს აქვს მონათხრობი, თუ როგორ მიდიოდა იგი მინისტრის მოადგილეების შეხვედრაზე, როცა ჩვენ ჯერაც დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრი ქვეყანა ვიყავით: ჯინსებში, მაღალ ქუსლიან ფეხსაცმელში გამხდარი გოგონაა გამოწყობილი.

 

ხომ წარმოგიდგენიათ, დსთ-ს ქვეყნების შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრა - მუნდირში გამოწყობილი ბიძები, საპატიო ყარაული, რამე... როცა იგი პირველად მივიდა, ვერც კი შეამჩნიეს, რადგან ყველა ელოდა, რომ თვითმფრინავიდან შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გამოვიდოდა. აქ კი ტრაპზე გოგონა ჩამოდის... მიდის და მას არავინ აჩერებს. შემდეგ აღიარეს...

 

ზღულაძე იგონებს, რომ ყველაზე რთული ერთობლივი შეხვედრის დასრულების შემდეგ, ტრადიციისამებრ, აბანოში „ბაბკებთან“ ერთად კოლექტიურად წასვლა იყო.

 

აქ კი არეულობას ჰქონდა ადგილი. „ამას რა ვუყოთ? აბანოში წასვლის შეთავაზება არ გამოდის, ქალი რომ შევთავაზოთ - აზრი არა აქვს...“ - ეჩურჩულებოდნენ ერთმანეთს ეს ბიძები. აი, რას ნიშნავს ინსტიტუტის გასუფთავება შინაგანად. ეს ერთი სახუმარო, მაგრამ ნიშანდობლივი მაგალითია“.

 

მოამზადა ბექა ბერულავამ

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !