
ორთაჭალაში მომხდარი შეჯახების შედეგად ბენზინმზიდი გადაბრუნდა და გორგასლის ქუჩაზე ბენზინი დაიღვარა, რამაც საავტომობილო მოძრაობა გაართულა.
ადგილზე მისულმა სამაშველო სამსახურმა ბენზინმზიდის გადაბრუნების შედეგად დაღვრილი ბენზინი სპეციალური ხსნარით გაასუფთავა.
გადაბრუნებული ბენზინმზიდი მიმდებარე ტერიტორიიდან უკვე ევაკუირებულია.
დაშავებულისა და ზარალის შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ ვრცელდება.
http://pirveliradio.ge/