-
2014-10-11 15:09
რამდენიმე დღის წინ მოქალაქეები გაოცებას ვერ მალავდნენ "პულოკოვოს" ახალ ტერმინალში გამოჩენილი უცნაური მხედრის დანახვისას. როგორც გაირკვა, 30 წლის პეტერბურგელმა ამ აღჭურვილობით მცირე შოუ ჩაატარა და შეყვარებულს, რომელსაც ხელი სთხოვა, თავბრუდამხვევი სიურპრიზი მოუწყო.
30 წლის მამაკაცმა ორი დღით ადრე მიმართა აეროპორტის ადმინისტრაციას, ამ ფლეშმობის ჩატარების ნება დაერთო. მცირე ყოყმანის შემდეგ ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, მისთვის ბარიერი არ შეექმნა. 30 წლის მამაკაცი რეკონსტრუქტორთა კლუბის წევრია - ამ კლუბის აქსესუარებში რაინდის სრული აღჭურვილობა აღმოჩნდა. მონდომებულმა შეყვარებულმა თეთრი რაშიც მოძებნა.
მისი რჩეულისთვის, 26 წლის სტიუარდესისთვის შეყვარებული საქციელი აბსოლუტურად მოულოდნელი აღმოჩნდა. როგორც გაირკვა, მამაკაცმა და ქალმა ერთმანეთი სულ რაღაც ერთი თვის წინ გაიცნეს.





თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2016-12-20 00:32
-
2016-12-19 22:06
-
2016-12-19 21:32
-
2016-12-19 11:29