
უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე აცხადებს, რომ მის მიმართ შავი პიარი შეგნებულად აგორდა და „შავ სამყაროსთან“ კავშირს მიზანმიმართულად აბრალებენ.
ამის შესახებ კაკაბაძემ „რეპორტიორის“ პრესკლუბში განაცხადა და აღნიშნა, რომ ვინც ასეთი საქმიანობითაა დაკავებული, უფლისა და მის მიერ დაისჯება:
„პირდაპირი იერიში დაიწყეს ჩემ წინააღმდეგ, შავი პიარის აგორებას ცდილობენ. თუმცა, არ ვაპირებ ამ საკითხებს ჩავუღრმავდე. ვინ შეუკვეთა იმის გავრცელება, რომ თითქოს ნანა კაკაბაძე ქურდული სამყაროს მხრიდან წმინდანად აღიარეს და მსგავს რაღაც სისულეელეებზე, საუბარს არ ვაპირებ.
ამ ბინძურ ადამიანებს ბინძურ კამპანიას ვინც უკვეთავს, დაისჯება უფლისგანაც და ჩემგანაც. როგორი სახის კამპანიაც არ უნდა წამოიწყონ ჩემს წინააღმდეგ სამართლიანობის აღსადგენად ბრძოლას მაინც ვაპირებ. როგორი მტკივნეულიც არ უნდა გახადონ ჩემი ცხოვრების ყოველი შემდგომი დღე, გაავაგრძელებ იმას, რაც დაწყებული მაქვს", - ამბობს ნანა კაკაბაძე.