
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ტურნირის მეხუთე ტურის მატჩის დროს „აიაქსი“–„ბარსელონას“ შეხვედრაზე, „აიაქსის“ ფანი 10 მეტრის სიმაღლიდან გადმოვარდა.
სტადიონზე მობილიზებულმა სტიუარტებმა მომხდარის შესახებ სასწრაფოდ შეატყობინეს კატასტროფის ბრიგადას, მათი ოპერატიული მოქმედებით კი ტრიბუნაზე მყოფი გულშემატკივრები აღფრთოვანებული დარჩნენ:
მედიკოსებს რამდენიმე წამი დასჭირდათ გულშემატკივრის რეანომობილში მოსათავსებლად, სტადიონის ადმინისტრაციის მუშაკებმა კი სასწრაფოდ გააქრეს სისხლის კვალი.
გულშემატკივარი, რომელიც „აიაქსის“ მიერ გატანილ მეორე გოლს ზეიმობდა, 10 მეტრის სიმაღლიდან შემთხვევით გადმოვარდა და მძიმე ტრამვები მიიღო. მისი მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.