
აშშ-ში ავტომრბოლელი, რომელიც LSR Honda Insight-ის გამოცდას ახდენდა, საწაულებრივად გადარჩა მას შემდეგ, რაც რამდენიმეჯერ გადაბრუნებული მანქანა თითქმის ნაწილებად დაიშალა.
შემთხვევა სამხრეთ კალიფორნიაში, დამშრალი ტბის ფსკერზე, ავტომანქანის გამოცდისას მოხდა მას შემდეგ, რაც მრბოლელმა 305 კმ/სთ აკრიფა.
მოხვევის დროს მან მართვაზე კონტროლი დაკარგა, რამაც მანქანის გადაბრუნება გამოიწვია. ავტომანქანა ნაწილებად დაისალა, მრბოლელი კი მხოლოდ მსუბუქი დაზიანებებით გადარჩა.