
Canal+–ის წამყვანმა დორა ტიილერმა პირობა შეასრულა და საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრების წარმატების შემდეგ გაშიშვლდა.
მან პლეი–ოფის საპასუხო მატჩის წინ პირობა დადო, რომ თუ საფრანგეთის ნაკრები უკრაინასთან ორბურთიან სხვაობას გააბათილებდა და მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნითი ეტაპის საგზურს მოიპოვებდა, ეკრანზე შიშველი გამოჩნდებოდა.
არხის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით 27 წლის ყოფილმა მოდელმა პირობა მართლაც შეასრულა და მინდორში, ჩექმებისამარამ, შიშველმა ირბინა. ვიდეო, რომელიც პორტალ „იუთუბზე“ გამოქვეყნდა, ერთ დღეღამეში ორ მილიონზე მეტმა მომხმარებელმა ნახა, თუმცა, ტელესახის თაყვანისმცემელი მამაკაცები მაინც გაწბილებული დარჩნენ, რადგან დორას ვიდეოკამერა შორი ხედით იღებდა.