
პორტალ Politico.ge-ს მოჰყავს საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ციტატა საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრიდან და მას ტყუილში ამხელს.
პორტალი ასაბუთებს, რომ ღარიბაშვილის გამოსვლა პოპულისტური იყო:
"მე მინდა შეგახსენოთ, რომ თქვენ დააპატიმრეთ ჩემი ოჯახის წევრი, რომელიც უკანონოდ ამყოფეთ ციხეში ერთი წლის განმავლობაში. ჩემი ოჯახის წევრის მსგავსად თქვენ გაასამართლეთ 300 000 ადამიანი 9 წლის განმავლობაში. თქვენი რეჟიმი იყო ნეოფაშისტური წარმონაქმნი", - განაცხადა გუშინ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრაზე.
300 000 გასამართლებული ადამიანი 9 წლის განმავლობაში ეს ნიშნავს, რომ საქართველოში დღეში დაახლოებით 100 ადამიანს ასამართლებდნენ, ანუ ქვეყანაში მყოფი დაახლოებით ყოველი მე-12-14 მოქალაქე გასამართლდა, რაც აღქმის დონეზეც კი დაუჯერებელია.
უზენაესი სასამართლოს საიტზე არსებული სატაისტიკიდან ჩანს, რომ აღკვეთის ღონისძიება წელიწადში საშუალოდ 15 000 ადამიანს შეეფარდა.
„რეჟიმმა გაასამართლა’’-ში ღარიბაშვილი სწორედ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას გულისხმობს და საზოგადოებაში მორიგი შიშის დანერგვას ცდილობს. სინამდვილეში, აღკვეთის ღონისძიების გამოყენება 2,5-ჯერ ნაკლებ შემთხვევაში მოხდა, ვიდრე ამას ღარიბაშვილი ამბობს.
ღარიბაშვილმა სენსაციური რიცხვი განგებ გააჟღერა, მაგრამ, ეს იგივე ოპერიდანაა, როგორც მასობრივად გაუპატიურებული და ნაწამები პატიმრები ციხეში და ტოტალურად შევიწროვებული ბიზნესი.
ამ ხმაურიან ბრალდებებს "ოცნების" წარმომამდგენლები დღემდე ხშირად გვახსენებენ, მაგრამ, როგორც ჩანს, ერთი წელი არ აღმოჩნდა საკმარისი ამ ხმაურიანი და, "ქართული ოცნებისთვის" არჩევნებში წარმატების მომტანი შემთხვევების სააფუძვლიანი გამოძიებისთვის.
შეგახსენებთ, ღარიბაშვილმა ასევე ისაუბრა წინა ხელისუფლების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულ ადამიანებზე, 50 მილიონის ლარის სახელმწიფო სახსრების უკანონო გაფლანგვაზე, ხურჩის ტერაქტზე, შევიწროვებულ ინვესტორებზე, სახელმწიფო სექტორში დასაქმებულ ნაციონალური მოძრაობის ნათესავებზე და პირობა დადო, რომ ამის შესახებ საზოგადოება მალე ყველაფერს გაიგებს“, - წერს პორტალი.