-
2014-04-25 15:04
ფოტოგრაფმა ნენსი ბოროვიკმა ფოტოსესია მოაწყო, სადაც მთავარი გმირები მისი მშობლები იყვნენ, რომლებიც ურთულეს დაავადებას სიმსივნეს ებრძოდნენ.
ფოტოსესიით ბოროვიკმა დაამტკიცა, რომ მსგავსი სირთულეების გამო ცხოვრებაზე უარის თქმა არ შეიძლება.
როდესაც ფოტოგრაფმა გაიგო, რომ მისი მშობლები ონკოლოგიური დაავადებით იყვნენ ავად, მან ვერ წარმოიდგინა თუ რასთან შებრძოლება მოუწევდა. მიუხედავად ამისა, დაავადებამ ოჯახის დანგრევა არ გამოიწვია, პირიქით ოჯახის წევრები განსაკუთრებულად დაახლოვდნენ.
ბოროვიკის მშობლები 34 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ ერთად. არცერთმა მათგანმა არ იცოდა, რომ მეოთხე სტადიის დაავადება ჰქონდა. მათმა ქალიშვილმა გადაიღო სწორედ ის მომენტი, როცა მის მშობლებს თმები საბოლოოდ გასცვივდათ. ასევე დაფიქსირებულია ქიმიოთერაპიის გასაკეთებლად წასვლის მომენტები. ჰოუი და ლორელი ერთმანეთს დაავადებასთან ბრძოლის მომენტში მაქსიმალურად ედგნენ გვერდით. ისინი ყველაფერს აკეთებდნენ იმისათვის, რათა ერთმანეთისთვის სიყვარული ეჩუქებიათ. მათ შეძლეს ექიმების დიაგნოზი, სიცოცხლის მხოლოდ 6 თვე, გაეხანგრძლივებინათ, შეძლეს მათი ქალიშვილის რჩეულის გაცნობა და ქორწილში მის გვერდით დგომა. ერთი წლის შემდეგ კი ბოროვიკის მამა გარდაიცვალა. დედა მძიმე დიაგნოზთან ბრძოლას განაგრძობს.















